რეჯეფ ტაიპ ერდოღანი რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან, ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან უკრაინიდან მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის საკითხზე მოლაპარაკებებს გეგმავს. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, სოფლის მეურნეობის პროდუქტების უკრაინიდან უსაფრთხოდ გატანის პროცესში თურქეთი არა მხოლოდ საკუთარი ინტერესების, არამედ მესამე ქვეყნებისთვისაც მიიღებს მონაწილეობას.
"უკრაინასა და რუსეთს შორის ომი მიმდინარეობს და ჩვენ ვიცით, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტები, დიდწილად, ამ ქვეყნებიდან მოდის. ამ ეტაპზე, ამ მხრივ, არანაირი პრობლემა არ გვაქვს, საწყობებში გვაქვს 5 მილიონი ტონა ხორბალი, მაგრამ გვინდა ეს მოცულობები გავზარდოთ. ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას მუშაობაში არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მესამე ქვეყნებისთვისაც. მოლაპარაკებები მიმდინარეობს. უახლოეს კვირაში ჩვენ განვიხილავთ ზელენსკისა და პუტინთან, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას," - აცხადებს ერდოღანი.