27 ნოემბერი 2024,   13:54
ვრცლად
თუ რუსეთი არ წააგებს ომს, ეს ყველასათვის შემაშფოთებელი სცენარი იქნება - გაბრიელიუს ლანდბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, "თუ რუსეთი არ წააგებს ომს, ეს ყველასათვის შემაშფოთებელი სცენარი იქნება".

გაბრიელიუს ლანდბერგისის განცხადებით, თუ ისინი დაუშვებენ, რომ უკრაინამ დაკარგა ტერიტორიები, ამით ვერცერთი ქვეყანა ვერ იგრძნობს თავს სრულიად უსაფრთხოდ. მინისტრი აღნიშნავს, რომ თუ დასავლეთის დახმარებით, უკრაინა გაიმარჯვებს, ის ახალი ევროპული უსაფრთხოების სისტემის ნაწილი იქნება.

"ზოგიერთი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, საკმაოდ იმედგამაცრუებელია, რუსები კვლავ პროგრესს აღწევენ, ჯერ კიდევ საკმაოდ დიდია შანსი იმისა, რომ რუსეთი არ დამარცხდება. თუ ისინი დიდხანს შეძლებენ ასე შენარჩუნებას, მაშინ ჩვენ გეოპოლიტიკური რეალობის ძალიან სახიფათო ეტაპზე ვიქნებით," - ამბობს ლანდსბერგისი. 

დღის ამბები