ემანუელ მაკრონის ცენტრისტულ ალიანსს პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობის დაკარგვის საფრთხე ემუქრება. საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, ცენტრისტულ ალიანსსა და ჟან ლუკ მელენშოლის მემარცხენე კოალიციას ხმების დაახლოებით ერთნაირი რაოდენობა, 25-25% აქვთ აღებული.
აღსანიშნავია, რომ არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა ისტორიულად დააბალი - 47% იყო. მეორე ტური 19 ივნისს არის დაგეგმილი, სადაც პრეზიდენტის ალიანსი უმრავლესობის შესანარჩუნებლად 289 ადგილის მოსაპოვებლად იბრძოლებს.