27 ნოემბერი 2024,   13:42
ვრცლად
რუსებმა ხარკოვში აკრძალული კასეტური ბომბები გამოიყენეს - უკრაინაში ომის 110-ე დღეა

უკრაინაში მიმდინარე ომის 110-ე დღეა. რუსებმა საჰაერო იერიში მიიტანეს დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტზე, დარტყმის ტალღამ დააზიანა საცხოვრებელი კორპუსები, არიან დაჭრილები.

გვიან ღამით აფეთქებების ხმა ისმოდა მიკოლაივის დასახლებებშიც.

რუსული ჯარები იზიუმის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სლავიანსკის მიმართულებით წინსვლას ცდილობენ და გარკვეული პროგრესი აქვთ, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ამერიკის ომის კვლევების ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის, "ამნესტი ინთერნეიშენალის" ცნობით, რუსებმა სამხედროებმა ხარკივში აკრძალული კასეტური ბომბები გამოიყენეს.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კი იერიში განახორციელეს ოკუპანტების კონცენტრაციის უბანზე ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, რის შედეგადაც რუსულმა მხარემ მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა, განადგურებულია 22 რუსი სამხედრო, სამი ტანკი და ორი ქვეითი საბრძოლო მანქანა.

დღის ამბები