უეფას ერთა ლიგის ფარგლებში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ბულგარეთის გუნდს მასპინძლობს. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" მიმდინარეობს.
ბოლო 1 კვირის განმავლობაში საქართველო ბულგარეთს მეორედ ხვდება. პირველი მატჩი ქართველმა ფეხბურთელებმა სტუმრად 5-2 მოიგეს.
დღევანდელი შეხვედრაც საქართველოს ნაკრები გუნდის შეტევებით მიმდინარეობს, თუმცა პირველ ტაიმში ანგარიში არ გახსნილა.
ავტორი: დავით ფრანგიშვილი