ვისაუბროთ პროფესიაზე, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს - დღეს საქართველოში მეხანძრე მაშველის დღე აღინიშნება. ამ სამსახურში ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ათასი ადამიანი დგას. მათი პირდაპირი მისია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაა.
ისინი ამბობენ, რომ ამ საქმეს, რომელიც ფიზიკურადაც და ემოციურადაც საკმაოდ რთულია, ვერ გააკეთებ თუ არ გაქვს ენთუზიაზმი და მოტივაცია.
ერთ-ერთი მათგანი ედიშერ მარსაგიშვილია, რომლის პირადი მაგალითიც კარგად გადმოსცემს, თუ რას ნიშნავს იყო მეხანძრე მაშველი.