27 ნოემბერი 2024,   13:40
ვრცლად
"რუსი ნავთობის მწარმოებლები სანქციებს ერთი ნაბიჯით უსწრებენ" - The Wall Street Journal

"რუსი ნავთობის მწარმოებლები სანქციებს ერთი ნაბიჯით უსწრებენ" - ამ სათაურით The Wall Street Journal სტატიას აქვეყნებს.

ამერიკული გამოცემის თანახმად, ემბარგოს მიუხედავად, რუსული ნავთობი აშშ-ის ტერიტორიაზე მაინც შედის.

The Wall Street Journal წერს, რომ ნავთობის გადამტანები და მწარმოებლები ბაზრებს რუსულ პროდუქტს წარმოშობის ადგილის დაფარვით აწოდებენ. მედიის ცნობით, რუსული ნედლი ნავთობი, გასულ თვეს ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში შეიტანეს.

როგორც მედია წერს, აშშ-ის ტერიტორიაზე ნავთობი ინდოეთის გადამამუშავებელი ქარხნებიდან შევიდა, რომლებიც რუსული ნავთობის მთავარი მყიდველები არიან.

გამოცემა ასევე წერს, რომ რუსეთში წარმოებული ნავთობი ასევე იტუმბება გემებზე ხმელთაშუა და შავ ზღვებზე, ასევე დასავლეთ აფრიკის სანაპიროებზე, შემდეგ კი, შეცვლილი წარმოშობის მითითებით, მიეწოდება არა მხოლოდ ჩინეთსა და ინდოეთს, არამედ ევროპის ქვეყნებსაც.

დღის ამბები