ლეილა მესხის სახელობის საჩოგბურთო აკადემიის კორტებზე, საერთაშორისო ტურნირი 14 და 16 წლამდე ვაჟთა და გოგონათა შორის დღეს დასრულდება.
შეჯიბრში მონაწილეობას, როგორც ერთეულთა თანრიგში, ასევე, წყვილებში, 13 ქვეყნის 110 ჩოგბურთელი იღებს. 14 წლამდე გოგონებში ჩემპიონი უკვე გახდა ანა პუშკაროვა, ხოლო 14 წლამდე ვაჟებში პირველობა არავის დაუთმო არსენ ტრებუხინმა.