27 ნოემბერი 2024,   13:49
ვრცლად
შეიძლება, რომ უკრაინის ხელმძღვანელები ჩვენზე ასე ლაპარაკობდნენ? - ეპისკოპოსი იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი მიიჩნევს, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს შესახებ არ უნდა საუბრობდეს -სასულიერო პირი უკრაინის მთავრობას აკრიტიკებს. 

"შეიძლება, იმ ქვეყნის ხელმძღვანელები, ეს იქნება - ზელენსკი თუ სხვები, ჩვენზე ისე ლაპარაკობდნენ, როგორც ლაპარაკობენ? შეიძლება? და ყველაფერმა რა ნაყოფი გამოიღო? რისთვის? რამეში ვართ ჩაჭრილები? რაც მაიდანი მოხდა, სულ ჩვენ წინააღმდეგ არიან. ყელში ამოვიდა ამდენი მოფერებები. ძლივს წესიერად მივდივართ, რომ რაღაც პერიოდები მშვიდად გავიაროთ. როცა გვიჭირდა, ვინმე დაგვეხმარა? ახლა უარს რომ გვეუბნებიან, რას ეუბნები რუსეთს? რისთვის მეუბნები, სასამართლოსთვის? ისევ მიშას მოსამართლეები, ვისზეც მეუბნებიან, ისინი ვინც იყვნენ... ჩვენთან ვინც დამნაშავე იყო, ყველა შეიფარეს. აქედან რომ მილიარდებით გაიქცა ერთ-ერთი მინისტრი და უნგრეთში ბანკი გამიხსნა, იქაურ პირველ პირთან რომ მეგობრობს, უკრაინაშიც თანამდებობა აქვს.

ბოლოს და ბოლოს, რუსეთის გაზი ჩვენგან გადის? რუსულ გაზზე ხომ ხელს ითბობს უკრაინაც და ყველა? ჩვენგან რა უნდათ? ძირითად სანქციებზე მიერთებული ვართ, ხორბალს თუ რაღაცას ვიყიდით, უკრაინის, ევროპის და რუსეთის ხელისუფლებას ვინ ეკითხება ვისგან ვიყიდი საჭმელს? მაშინ შენ მომეცი იმ ფასში და ვიყიდი.

ჩვენ უკვე კარგა ხანია ვატყობთ, რომ თითქოს უკვე მიგვყიდეს რუსეთს, ისე არიან. ევროპაც და სხვებიც ნუ იქცევიან ასე, საქართველო მაინც გამოვა ამ მდგომარეობიდან," - აცხადებს ეპისკოპოსი.

დღის ამბები