ბათუმში ქარმა მშენებლობიდან სამშენებლო მასალა გადმოაგდო და მოქალაქე დააზიანა - შემთხვევა კობალაძის ქუჩაზე, დაახლოებით, 17 საათზე მოხდა.
ხის ძელი კომპანია DS გრუპის მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდა, მიმდებარედ ახალგაზრდა მამაკაცი გადაადგილდებოდა. მას დაზიანება თავის არეში აქვს. ის, ამ დროისთვის, კლინიკაშია მოთავსებული. მედიკოსების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.
ხის ძელმა ერთი ავტომობილიც დააზიანა.