აქცია იყო აჭარის მთავრობის სახლთან - ბულვარში სეზონურად დასაქმებული მეიჯარეები სავაჭრო სექტორების პირდაპირი წესით, აუქციონის გარეშე გადაცემას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ წლებია ერთსა და იმავე ტერიტორიაზე საქმიანობდნენ, ახლა კი ბულვარის ადმინისტრაცია აუქციონის წესით აპირებს სხვადასხვა მეიჯარესთან თანამშრომლობას.
ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ პირებს მხოლოდ პანდემიის პერიოდში გადაეცათ საქმიანობის უფლება პირდაპირი წესით. მიმდინარე სეზონზე კი ბულვარის ტერიტორიაზე სხვადასხვა სექტორს იჯარით კანონით დადგენილი ნორმებით გასცემენ.