საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ეზიდთა თემს თბილისის ეზიდის ტაძრის დღესასწაულს ულოცავს.
პრეზიდენტის განცხადებით, რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის სიძლიერის ერთ-ერთი საფუძველია.
"ვულოცავ საქართველოს ეზიდთა თემს რეგიონული მნიშვნელობის ტაძრის, "ზიარატა ეზიდის" – თბილისის ეზიდის ტაძრის დღესასწაულს და ვუსურვებ მათ მშვიდობასა და კეთილდღეობას. ჩვენი ქვეყნის რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრე და მისი სიძლიერის ერთ-ერთი საფუძველია," – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.