27 ნოემბერი 2024,   12:52
ვრცლად
უთხრა თუ არა სალომე ზურაბიშვილს უარი ხელისუფლებამ ევროპის 3 ქვეყანაში ვიზიტზე - რას პასუხობს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტის განცხადებას

მაშინ, როცა საქართველოს მთავრობა ბრიუსელიდან პრეზიდენტის ბრალდებების ადრესატი ხდება, პასუხი თბილისიდანაც არ აყოვნებს. სალომე ზურაბიშვილის საყვედურს მთავრობის მეთაური ფაქტებს უპირისპირებს და მტკიცებულებებს თავადაც ითხოვს. ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ვიზიტებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა. 

ოპოზიციის ნაწილს პრეზიდენტისა და მთავრობის დაპირისპირებაში ჩარევა არ სურს. მმართველი გუნდის ოპონენტები პასუხისმგებელი პირებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგამას და ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებას ითხოვენ.

ერთადერთი, ვინც სალომე ზურაბიშვილის ბრალდებების სიმართლეში დარწმუნებულია, დღე, გრიგოლ გეგელიაა. პარტია "ლელოს" საგარეო მდივანი, ირწმუნება, რომ "ქართული ოცნება" პრეზიდენტს ევროპის ქვეყნებში ვიზიტების საშუალებას არ აძლევს.

კონსტიტუციის მიხედვით საკუთარი პასუხისმგებლობები და ვალდებულებები პრეზიდენტსაც, ოპოზიციასაც და საზოგადოებასაც, დღეს თეა წულუკიანმა კიდევ ერთხელ შეახსენა. კულტურის მინისტრი განმარტავს, რომ საგარეო პოლიტიკის განსაზღვრასა და აღსრულებაზე პასუხისმგებელი საქართველოს მთავრობაა.

ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან ნათქვამი სალომე ზურაბიშვილმა ახლა საქართველოს დედაქალაქშიც უნდა განმარტოს. ხელისუფლება იმ მტკიცებულებების მოლოდინშია, რომლითაც პრეზიდენტი იმ ბრალდებებს დაასაბუთებს, რომლის მიხედვითაც მთავრობისგან სამ ქვეყანაში ვიზიტის უფლებაზე უარი ეთქვა.

დღის ამბები