27 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
უკრაინა უკვე იდგა სწორ გზაზე რუსეთის სასტიკ შეჭრამდე - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროპული კომისიის პრეზიდენტი კიევშია. უკრაინის დედაქალაქში ვიზიტის ფარგლებში ურსულა ფონ დერ ლაიენი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

"ზელენსკისთან მე განვიხილავ რეკონსტრუქციისთვის საჭირო ერთობლივ სამუშაოს და უკრაინის მიერ მიღწეულ პროგრესს, მის ევროპულ გზაზე,"- ამის შესახებ ოფიციალურ შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე სოციალურ ქსელში ევრო კომისიის პრეზიდენტმა დაწერა.

"ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, უკრაინის მეგობრებს, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, ბისზნესს აქვს სურვილი დაეხმაროს უკრაინას ფერფლიდან აღდგენაში. რა თქმა უნდა, ვუჭერთ მხარს უკრაინას მის ევროპული გზაზე.

უკრაინა უკვე იდგა სწორ გზაზე, რუსეთის სასტიკ შეჭრამდე. ეს არის ქვეყანა, სადაც უკვე გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, მაგრამ გასაკეთებელი მეტია, უკრაინა ომშია. თქვენი ფოკუსი და ჩვენი მხარდაჭერა ძლევს ამ სასტიკ ომს.

მოგეხსენებათ, კომისია ამჟამად ამზადებს რეკომენდაციებს ე.წ. მოსაზრებებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის. დღევანდელი დისკუსიები საშუალებას მოგვცემს, ჩვენი შეფასება მომავალი კვირის ბოლომდე დავასრულოთ. გზა ცნობილია. ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული წინსვლის გზა. უკრაინელმა ხალხმა დაამტკიცა, რომ მათ აქვთ წარმოუდგენელი ძალა, მოტივაცია და გამძლეობა. ღრმად ვარ დარწმუნებული, გადავლახავთ ამ საშინელ სასტიკ ომს. ჩვენ თვენს გვერდით ვართ ,"- აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა. 

დღის ამბები