27 ნოემბერი 2024,   12:53
ვრცლად
ოლაფ შოლცმა სერბეთს რუსეთზე სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა

ოლაფ შოლცმა სერბეთს რუსეთზე სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა - აღნიშნული განცხადება გერმანიის კანცლერმა სერბეთის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, სანქციებს მნიშვნელობა აქვს და ის უკრაინას თავის დაცვაში ეხმარება.

"ეს არის საშინელი, უაზრო ომი, რომელიც დაიწყო რუსეთის იმპერიალისტური ხედვის გამო. სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ევროკავშირმა და ჩვენ ყველამ, სოლიდარობა გამოვუცხადოთ უკრაინას და დავეხმაროთ მას დაიცვას საკუთარი თავი.

მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ დაუწესოს რუსეთს სანქციები, რადგან მას შეუძლია დაეხმაროს უკრაინას თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი. სანქციები ეფექტურია. ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ სანქციებს მხარს ის ქვეყნებიც დაუჭერენ, ვისაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს. როდესაც იარაღი გაჩუმდება, სანქციები მარტივად ვერ გაქრება. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა და უკრაინამ ურთიერთგაგებას მიაღწიონ," - განაცხადა ოლაფ შოლცმა

დღის ამბები