27 ნოემბერი 2024,   12:44
ვრცლად
კანდიდატის სტატუსი ნიშნავს, რომ ისტორიული პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი - გიორგი ვაშაძე

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას შეფასებები მოჰყვა ოპოზიციურ სპექტრში. პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის თქმით, კანდიდატის სტატუსი ნიშნავს, რომ ისტორიული პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია. 

"ფაქტიურად, ამ განცხადებით კიდევ ერთხელ ეხმარება ევროგაფართოების სკეპტიკოსებს, რომ არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი. არ აქვს მიღებული ჯერ გადაწყვეტილება ევროკავშირს, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრები გავხდებით. აი კანდიდატის სტატუსი ნიშნავს, რომ ისტორიული პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი და იწყება სრულიად ახალი განრიგი ინტეგრაციის," - აცხადებს გიორგი ვაშაძე. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი, ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ სტატუსის მიღება ქვეყნისთვის გარდამავალი ეტაპი იქნება. 

"საუბარი იმაზე, რომ ხან სტატუსი არაფერს არ ნიშნავს თურმე, როგორ შეიძლება ამის თქმა საერთოდ, როდესაც ვიცით, რომ სტატუსი არის სწორედ გარდამავალი ეტაპი იმისათვის, რომ ჩვენ დავუახლოვდეთ ევროკავშირს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ თუ ეს არ გადავიარეთ, კაცმა არ იცის, კიდევ როდის მოხდება საქართველოს განხილვა. 

როგორც რეზოლუციას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ასევე თითოეული ევროპარლამენტარის როლს ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა," - ამბობს ბაჩო დოლიძე. 

 

 

დღის ამბები