27 ნოემბერი 2024,   12:44
ვრცლად
ავსტრიისთვის "პირობაა", რომ უკრაინას კანდიდატის სტატუსი იმ პირობით მიენიჭოს, თუ მიენიჭება სხვა განმცხადებლებსაც - ავსტრიის კანცლერი

ავსტრიის კანცლერის, კარლ ნეჰამერის განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინას იმ პირობით უნდა მიენიჭოს, თუ სხვა განმცხადებლებსაც მიენიჭებათ,- ამის შესახებ მან ტალინში, ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ავსტრიისთვის "პირობაა", რომ უკრაინას კანდიდატის სტატუსი თუ მიენიჭება, იგივე ეხება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსა და მოლდოვის რესპუბლიკას," – აღნიშნა ნეჰამერმა.

როგორც ავსტრიის კანცლერი აცხადებს, აღნიშნული წინადადება საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისგან წამოვიდა. როგორც მედია იუწყება, აქვე იგი ამ დისკუსიაში სამართლიანობის მოწოდებით გამოვიდა და დაასახელა "ყველაზე ცუდი მაგალითი, თურქეთის კანდიდატის სტატუსი, რომელიც 59 წელი გაგრძელდა". ნეჰამერმა აღნიშნა თურქეთის პირველი განაცხადი "ევროპის ეკონომიურ თანამეგობრობაში“ რომელიც 1960 - იან წლებში გაკეთდა, ხოლო ამჟამად ოფიციალურ ანკარას კანდიდატის სტატუსი 1999 წლიდან აქვს, როდესაც ევროკავშირის წევრობისთვის მეორე განაცხადი 1987 წელს წარადგინა.

თურქეთის გარდა, ევროკავშირის წევრობის კიდევ ოთხი კანდიდატი არიან ჩრდილოეთ მაკედონია, რომელმაც განაცხადი 2004 წელს წარადგინა, მონტენეგრო, რომელმაც 2008 წელს წარადგინა, ალბანეთი და სერბეთი, რომლებმაც 2009 წელს წარადგინეს განაცხადები.

დღის ამბები