27 ნოემბერი 2024,   12:52
ვრცლად
ვფიქრობ, პრეზიდენტის განცხადება უკავშირდება იმას, რომ იგი ერთგვარ შესავალს აკეთებს შეწყალებასთან დაკავშირებით, რომელიც მისი დისკრეციაა, ამაში ვერავინ ჩავერევით - ბექა დავითულიანი

ვფიქრობ, პრეზიდენტის განცხადება უკავშირდება იმას, რომ იგი ერთგვარ შესავალს აკეთებს შეწყალებასთან დაკავშირებით, რომელიც მისი დისკრეციაა, ამაში ვერავინ ჩავერევით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა "ქრონიკაში" ჩართვისას განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე და ასევე, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებაზე, რომლითაც სალომე ზურაბიშვილი რეზოლუციის ტექსტს გამოეხმაურა.

"არ შეიძლება, მედიის მთავარი ინკვიზიტორების: მიხეილ სააკაშვილის, მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის ნიკა გვარამიას, რომელმაც პირდაპირ თქვა, "იმედი" სარედაქციო პოლიტიკის გამო დავხურეთო და კეზერაშვილის, რომელიც "ნაციონალური მოძრაობისა" და მაშინდელი რეჟიმის მთავარი დამფინანსებელი იყო, რომელიც მედიას დევნიდა - მათი დაცვის ჭრილში მოხსენიება და ბიძინა ივანიშვილის კი, რომელმაც მედია სივრცე მათგან გაათავისუფლა, ქვეყანაში დემოკრატიულ სისტემას დაუბრუნა შანსი და განავითარა, მისი ნეგატიურ ჭრილში მოხსენიება. ნამდვილად შეუძლებელი აბსურდია! თუმცა, ვინაიდან მოხდა და ევროპარლამენტის რეზოლუციაში ასე ჩაიწერა, ალბათ, პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ ეს არ შეიძლება ბარიერად იქცეს კანდიდატის მინიჭების გზაზე.

ვფიქრობ, პრეზიდენტის ეს განცხადება უკავშირდება იმას, რომ იგი ერთგვარ შესავალს აკეთებს შეწყალებასთან დაკავშირებით, რომელიც მისი დისკრეციაა. ამაში ვერავინ ჩავერევით. შესაძლოა, ამ განცხადებით რაღაც ამგვარი შესავალი გააკეთა. ერთი ახსნა, ეს შემიძლია ვთქვა. სხვაგვარ ახსნა მე ვერ ვუძებნი. თითქოს, მას სურს, მოხსნას ის ბარიერი, რომელიც სრულიად ხელოვნურად შეიქმნა ევროპარლამენტში ან ის განწყობა გააქარწყლოს. შესაძლოა, ეს იგულისხმა," - განაცხადა ბექა დავითულიანმა. 

დღის ამბები