27 ნოემბერი 2024,   12:52
ვრცლად
არ მგონია, რომ ნიკა გვარამიას დიდი ხნის მანძილზე მოუწევს საპატიმროში ყოფნა, მთელ მსოფლიოს კონკრეტული და მკაფიო პოზიცია აქვს ამასთან დაკავშირებით - გიორგი ვაშაძე 

მე - 12 -ე პენიტენციურ დაწესებულებაში "მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია უფლებადამცველმა თამთა მურადაშვილმა და "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მოინახულა. ადვოკატმა ციხე კომენტარის გარეშე დატოვა.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, ნიკა გვარამია თავს მხნედ გრძნობს. მისი თქმით, საუაბრი შეეხო ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, გვარამიას დაჭერამ დააჩქარა "ოცნების" განაჩენი, ნიკა გვარამიას მთავრი გზავნილი კი არის ევროინტეგრაციის სრული მხარდაჭერა.

"მთავარი მისი გზავნილი არის, რომ სრულად მხარს უჭერს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს. მე ბრიუსელშიც ვაპირებ წასვლას და აუცილებლად ვიტყვი იქაც, რომ მიუხედავად ამ მძიმე ვითარებისა, მიუხედავად სანქციებზე მუშაობისა და ა.შ. საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს.

არ მგონია, რომ მას დიდი ხანი მოუწევს საპატიმროში ყოფნა, რომ მთელი მსოფლიოს ძალიან კონკრეტული და მკაფიო პოზიცია აქვს ამასთან დაკავშირებით", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

დღის ამბები