"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ბათუმში, "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის 179 მუხლით მიმდინარეიბს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირი ბანკში შევიდა და ფულის წაღება სცადა, თუმცა თანამშრომლებმა განგაშის ღილაკის ჩართვა მოახერხეს, რის გამოც, თავდამსხმელმა დანაშაული სისრულეში ვერ მოიყვანა.
ადგილზე იყო იარაღის გასროლის ხმაც.