27 ნოემბერი 2024,   13:50
ვრცლად
ევროპული პარლამენტი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას - რობერტა მეცოლა

ევროპული პარლამენტი მხარს უჭერს უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას - ამის შესახებ რობერტა მეცოლამ კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე განაცხადა.

ევროპული პარლამენტის პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია უკრაინის დახმარება როგორც რეკონსტრუქციის პროცესში, ასევე რეფორმების გატარებასა და ინსტიტუტების გაძლიერებაში.

რობერტა მეცოლამ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ასევე რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა.

"24 თებერვალს, როდესაც პრეზიდენტი პუტინის ტანკები შევიდა უკრაინაში, ახალი რეალობა დადგა. სამყარო შეიცვალა. ახლა კი უკრაინა და მისი ხალხი მხარდაჭერას ევროპაში ეძებს. როგორ ვუპასუხეთ შეჭრას და როგორ უნდა გავაგრძელოთ რეაგირება, ეს არის ჩვენი ღირებულებების ლაკმუსის ტესტი.

სანამ ჩვენ აქ ვსაუბრობთ, როგორც ზელენსკისგან გავიგეთ, უკრაინაში ჯერ კიდევ კლავენ განურჩევლად, ქალებს აუპატიურებენ, ბავშვები იძულებით დეპორტირებულები არიან.

ეს არ შეიძლება გახდეს კიდევ ერთი დავიწყებული ომი. ახლა ევროპა, შეერთებული შტატები, კანადა და გაერთიანებული სამეფო ერთიანი არიან რუსეთის საპასუხოდ, ეხმარებიან უკრაინას სამხედრო, ჰუმანიტარული, ფინანსური და პოლიტიკური კუთხით.

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის დახმარება. მათი ბრძოლა, თქვენი ბრძოლაა თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, ღირებულებებისთვის რაც გვაკავშირებს. სანქციები მოქმედებს, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო შორს უნდა წავიდეთ. ეს რუსეთს ძალიან ძვირი უნდა დაუჯდეს.

ევროპული პარლამენტი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას,"- განაცხადა რობერტა მეცოლამ.

დღის ამბები