27 ნოემბერი 2024,   13:48
ვრცლად
შვედეთი ყოველთვის მიესალმებოდა საქართველოს ევროპულ არჩევანს და კვლავ გააგრძელებს საქართველოს ძლიერ მხარდაჭერას- ულრიკ ტიდესტრომი

შვედეთი ყოველთვის მიესალმებოდა საქართველოს ევროპულ არჩევანს და კვლავ გააგრძელებს საქართველოს ძლიერ მხარდაჭერას - ამის შესახებ საქართველოში შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლისას განაცხადა. ულრიკ ტიდესტრომმა კომიტეტის სხდომაზე შვედეთის საგარეო პოლიტიკასა და საქართველოსთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

"სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით იმას, რომ შვედეთი არის საქართველოს ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერი. ფინანსურად თუ პოლიტიკურად ვმონაწილეობდით თქვენს განვითარებაში. ევროინტეგრაციის თვალსაზრისით, ჩართულობის დონეც ასევე მნიშვნელოვანია.

შვედეთისთვის აქ ორი ნიუანსია. პირველი - უპირობო დახმარება და მხარდაჭერა საქართველოს სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, რათა საქართველომ აირჩიოს უფლება მისი მომავალი შეარჩიოს და შემდეგ გადაუწყვეტელი კონფლიქტები საერთაშორისო მასშტაბზე გამოტანა, საქართველოს მეგობრებთან ამის განხილვა. შვედეთი ყოველთვის მიესალმებოდა საქართველოს ევროპულ არჩევანს პოლონეთთან ერთად.

ჩვენი ყურადღებისა და ფოკუსის ქვეშ ვამყოფებთ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საერთო ღირებულებებს. ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური განვითარება და ინტეგრაცია ევროკავშირთან. ეს ყველაფერი უკავშირდება ევროინტეგრაციის რეფორმებს და საქართველოს განვითარებას ამ მიმართულებით. შვედეთი კვლავ გააგრძელებს საქართველოს ძლიერ მხარდაჭერას,"-აცხადებს შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ულრიკ ტიდესტრომი.


დღის ამბები