გაერთიანებული სამეფოს მთავრობა შეშფოთებულია ბრიტანელების მიმართ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენის გამო.
"ომის ტყვეებს პოლიტიკური მიზნებისთვის არ უნდა იყენებდნენ," - განაცხადა მთავრობის პრესსპიკერმა.
მანამდე, ფაქტს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, გამოეხმაურა.
"ისინი ომის ტყვეები არიან. ეს არის ყალბი განაჩენი, რომელიც აბსოლუტურად არალეგიტიმურია," - აღნიშნა ლიზ ტრასმა.
რუსეთის მიერ კონტროლირებადი დონეცკის ეგრეთწოდებულმა სასამართლომ ბრიტანეთის ორ და მაროკოს ერთ მოქალაქეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. სამივე უცხოელი, "დაქირავებული მებრძოლების" ბრალდებით გაასამართლეს.