27 ნოემბერი 2024,   12:47
ვრცლად
სოლიდარობა ელენა ზელენსკას, ქართველი ქალების სახელით - სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში "ქალები კონფლიქტებში".

საერთაშორისო კონფერენციაზე აქცენტი გაკეთდა ქალი ლიდერების მნიშვნელობაზე, ქალების უფლებების რეალიზაციაზე, სიტყვით გამოვიდნენ უკრაინის პირველი ლედი და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ნადია მურადი.

საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა რუსულ აგრესიაზე და განაცხადა, რომ სწორედ ახლაა საჭირო, საქართველოსა და უკრაინის ევროინტეგრაცია მოხდეს.

სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის პირველ ლედის, ოლენა ზელენსკას ქართველის ქალების სახელით სოლიდარობა გამოუცხადა.

დღის ამბები