რუსეთის შეიარაღებული აგრესიას უკრაინაში, 263 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, 488 კი დაშავდა - სტატისტიკური მონაცემები უკრაინულ მედიაში ვრცელდება.
9 ივნისის მონაცემებით, საერთო ჯამში, რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ საომარი მოქმედებების დროს, დაშავდა 751 არასრულწლოვანი დაშავდა.
ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა:
დონეცკის ოლქი - 190;
ხარკოვის ოლქი - 132;
კიევის ოლქი - 116;
ჩერნიგოვის ოლქი - 68;
ლუჰანსკის ოლქი - 53;
ხერსონის ოლქი - 52;
მიკოლაევის ოლქი - 47;
ზაპოროჟიეს ოლქი - 30;
სუმის ოლქი - 17;
ჟიტომირის ოლქში - 15;
კიევში კი - 15.
დაბომბვებისა და შტურმების შედეგად რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დააზიანეს 1971 საგანმანათლებლო დაწესებულება. მათგან 194 მთლიანად განადგურდა.