ევროკავშირის მხარდაჭერით ოზურგეთში დასაქმების ფორუმი გაიმართა, სადაც
300 - მდე ვაკანსია იყო წარმოდგენილი. ფორუმზე ასამდე სამუშაოს მაძიებელი მივიდა.
ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს, პროფესიული სასწავლებლების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წწარმომადგენლები.