რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 106 - ე დღეს, ქვეყანაში კვლავ აქტიური საბრძოლო მოქმედებებია. რუსმა სამხედროებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების თითქმის 20 დასახლება დაბომბეს, დაიღუპა ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე და დაიჭრა ექვსი.
თავდასხმის შედეგად განადგურებული ან დაზიანებულია 21 საცხოვრებელი სახლი და ორი სკოლა. უკრაინის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონებში ვითარება კვლავ მძიმე რჩება. რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად, ქალაქ ბახმუტში, სკოლა განადგურდა.
მარიუპოლში, შენობების ნანგრევებში, 100 - მდე ცხედარი იპოვეს. უკრაინული მედიის ცნობით, რუსი სამხედროები დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკზე, ახალი შეტევისთვის ემზადებიან, სადაც ჯერ კიდევ 24 ათასამდე ადამიანი რჩება.