27 ნოემბერი 2024,   12:52
ვრცლად
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ხორვატიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ოფიციალური შეხვედრები გამართა

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებამდე მმართველი ძალა ევროგაერთიანების წევრ ქვეყნებთან აქტიურ მუშაობას განაგრძობს.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დღეს, ხორვატიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე ოფიციალური შეხვედრა გამართა.  ხორვატია ბოლო ქვეყანაა, რომელსაც ევროკავშირმა 9 წლის წინ კარი გაუხსნა, ამიტომ ზაგრების გამოცდილება და მისი მხარდაჭერა საქართველოს ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

​მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერის გარანტია ხორვატიის პარლამენტის წევრებისა და პრემიერ-მინისტრის მრჩევლებისგან მიიღო. ბოჭორიშვილის თქმით, ევროპულ სტრუქტურებში ოფიციალური ზაგრების მხარდაჭერას მომავალი ორი კვირის განმავლობაში განსაკუთრებული დატვირთვა ექნება.

"ხორვატია არის საქართველოს მხარდამჭერი ქვეყანა, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს მტკიცედ უჭერს მხარს და ეს პოზიციები დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს შეხვედრებზე ხორვატმა კოლეგებმა.

აქტიური მხარდამჭერები არიან საქართველოს უკრაინის და მოლდოვისთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების. ასეთი იქნება მათი პოზიცია ივნისის თვეში და შესაბამისად მოველით, რომ ჩვენი ხორვატი კოლეგები აქტიურად დაგვეხმარებიან ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან კომუნიკაციისას. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ეს მუშაობა უახლოესი 2 კვირის განმავლობაში კიდევ უფრო ინტენსიური იყოს."- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები