27 ნოემბერი 2024,   12:50
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი "ემპათიის" ექსპერტებმა ​კლინიკაში კვლავ მოინახულეს - როდის გაასაჯაროებს ცენტრი სამედიცინო დასკვნას

მიხეილ სააკაშვილი "ემპათიის" ექსპერტებმა დღესაც მოინახულეს. ისინი სამედიცინო ექსპერტიზის პროცესში უცხოელი ექიმის მოწვევასაც გეგმავენ. ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მას შესაბამისი მკურნალობა ესაჭიროება.

"ემპათია" დასკვნას უახლოეს დღეებში გაასაჯაროებს. დოკუმენტის მოლოდინშია ოჯახი. ისინი სასამართლოზე სწორედ დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ მომზადებულ დასკვნას წარადგენენ და სასჯელის გადავადებას მოითხოვენ.

ხვალ, საქალაქო სასამართლოში საზღვრის კვეთის საქმეზე პროცესია ჩანიშნული. ადვოკატების თქმით, მიხეილ სააკაშვილს სხდომაზე მისვლა სურს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელია.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებები დღესაც გაკეთდა საკანონმდებლო ორგანოში. ექსპრეზიდენტის თანაგუნდელები ლიდერის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვენ, თუმცა ამის საჭიროებას ვერ ხედავენ მმართველ გუნდში.

ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე დღესაც შეიკრიბნენ. ისინი მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მიიჩნევენ და მის გათავისუფლებას მოითხოვენ.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში" 12 მაისიდან მკურნალობს, ის რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადაიყვანეს.

დღის ამბები