27 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
ოპოზიცია 10 წელია მხარდამჭერებს აცხოვრებს იმ რეალობაში, თითქოს 10 წელია საქართველოს ხელისუფლებაში არის რუსული პროექტი - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, ენმ საკუთარ ამომრჩეველს უკვე 10 წელია სიცრუეში აცხოვრებს.

მან დანარჩენ ოპოზიციას მოუწოდა, "ნაციონალური მოძრაობის" დღის წესრიგს გაემიჯნონ.

"ვერ მოვისმინე სამწუხაროდ არჩევნების აღიარება, რომ ეს არის ის გადანაწილება, რომელიც მოქალაქეებმა გააკეთეს 2020 წელს. და მეორე, ვერ მოვისმინე დისტანცირება იმ აბსურდული კონცეფციისა, რომელშიც აცხოვრებთ თქვენ მხარდამჭერებს, ეს არის თითქოს 10 წელია, საქართველოს ხელისუფლებაში არის რუსული პროექტი.

იცით რატომ არ გადიან ამ დღის წესრიგიდან, იმიტომ, რომ თქვენ არ მიუთითებს, სანამ სხვა ოპოზიცია, უფრო ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტია არ აიძულებთ, გაემიჯნებით ამ პარტიას და თქვენ არ ამხელთ მათ, მანამდე ჩვენ მხოლოდ ვერ გავუმკლავდებით," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები