27 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
ევროკომისია საქართველოსა და მოლდოვის არალეტალური სამხედრო დახმარების გაზრდის ინიციატივით გამოვიდა

ევროკომისია საქართველოსა და მოლდოვის არალეტალური სამხედრო დახმარების გაზრდის ინიციატივით გამოვიდა - ამის შესახებ ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა.

"ჩვენ, საქართველოსა და მოლდოვის სასარგებლოდ არალეტალური სამხედრო დახმარების ზომების გაზრდის შეთავაზებით გამოვედით. ეს მხარს დაუჭერს ლოჯისტიკას, კიბერთავდაცვას, სამხედრო სამედიცინო, საინჟინრო და მობილობის შესაძლებლობებს. ჩვენ ამ ზომებს ივნისში წარვადგენთ და მათი მიღება საბჭოს მიერ ივლისში იგეგმება.

უკრაინის, საქართველოს, მოლდოვისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. ევროკავშირი მტკიცედ აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ამ ომის მოსაგებად. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო და არაპროვოცირებული აგრესიის კონტექსტში, "სტრატეგიული კომპასი" აშკარად ხაზს უსვამს ჩვენს განზრახვას, გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ჩვენს აღმოსავლეთ პარტნიორებთან. უკრაინის, საქართველოს, მოლდოვასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მხარდაჭერა ახლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას და მათთან კავშირების განმტკიცებას,"- აცხადებს ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკის​ი.

დღის ამბები