27 ნოემბერი 2024,   13:48
ვრცლად
ლიეტუვის პრეზიდენტი - რუსეთთან, იმპერიალისტურ, ტერორისტულ სახელმწიფოსთან დიალოგი და თანამშრომლობა, ან მასთან კომპრომისზე წასვლა არ შეიძლება

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გერმანიის კანცლერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთთან, იმპერიალისტურ, ტერორისტულ სახელმწიფოსთან დიალოგი და თანამშრომლობა, ან მასთან კომპრომისზე წასვლა არ შეიძლება.

"მჯერა, რომ ახლა არავის აქვს ილუზია რუსეთთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთის მხრიდან სამხედრო საფრთხე არ გაქრება. ის დარჩება გრძელვადიან საფრთხედ მთელი ევროატლანტიკური ზონისთვის", - ამბობს გიტანას ნაუსედა.

დღის ამბები