საქართველოსა და ინდონეზიის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება ქვეყნებს შორის სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობისა და ელექტრონული მმართველობის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.
დოკუმენტს ხელი უწყებების პირველმა პირებმა მოაწერეს. მემორანდუმის გაფორმებამდე რატი ბრეგაძე და ჯაჰიო კუმოლო ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ.