27 ნოემბერი 2024,   13:39
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი პარლამენტში ყოველწლიურ ანგარიშსა და სამოქმედო გეგმას წარადგენს

დღევანდელი პლენარული სხდომა პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშის მოსმენით დაიწყება. შალვა პაპუაშვილი კოლეგებს საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშსა და სამოქმედო გეგმას წარუდგენს, შედგება პოლიტიკური დებატებიც.

უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მოხსენება საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება. რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის სპიკერი ანგარიშს საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ კვირაში წარადგენს.

"იქნება საუბარი რეფორმებზე, იმ კანონმდებლობაზე, რაც მივიღეთ, იმ ჰარმონიზაციაზე ევროპულ სტანდარტებთან, არა ერთი მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტები, მათ შორის ადამიანის უფლებების მიმართულებით გადადგმული, მათ შორის საგადასახადო მიმართულებით. ასე რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი წელი გვქონდა გასულ წელს და ამაზეც იქნება საუბარი და ამავე დროს, ბატონი შალვა ისაუბრებს მომავალ წელს დაგეგმილ ინიციატივებზე," - ამბობს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი ზარქუა.

დღის ამბები