27 ნოემბერი 2024,   13:57
ვრცლად
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ზაპოროჟიეს ბირთვული ქარხნის უსაფრთხოების შესამოწმებლად ჯგუფის გაგზავნას გეგმავს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორის თქმით, ზაპოროჟიის ბირთვული ქარხნის უსაფრთხოების შესამოწმებლად ჯგუფის გაგზავნის საკითხზე მუშაობენ.

როგორც ვენაში გამართულ შეხვედრაზე ითქვა, ევროპაში ყველაზე დიდი ატომური ქარხანა უსაფრთხოების სისტემიდან გათიშულია.

სააგენტოს დირექტორი განმარტავს, რომ მუდმივ კონტაქტზე არიან როგორც უკრაინელებთან, ისე რუსებთან და გაეროსთან.

"უკრაინის მთავრობამ გასულ კვირას, მე და ანტონიო გუტიერეშს მოგვართეს, რომ მოგვეძებნა გზები უკრაინაში ქარხნების გასათავისუფლებლად. უკრაინელები რეგულარულად გვაწვდიან ინფორმაციას რომ მათ დაკარგეს კონტროლი ბირთულ მასალასთან და რომ უსაფრთხოების ღონისძიებები არ მიმდინარეობს. მე კონსულტაციები მქონდა უკრაინელ პარტნიორებთან, ვესაუბრები რუსებსაც და გაეროსაც, რომ რაც მალე ჩავიდეთ ადგილზე. თუ ამ სააგენტოს არ ადარდებს ევროპაში ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგურის, გათიშვა დაცვის სისტემებიდან, ჯობია სხვა რამ მოვიმოქმედოთ. ასე რომ, ჩვენ მივდივართ ზაპორიჟიაში, როგორც ამას უკრაინა ითხოვს," - განაცხადა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა რაფაელ გროსმა.

დღის ამბები