27 ნოემბერი 2024,   13:44
ვრცლად
უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს, რომ ტერიტორიების ოკუპაცია დასრულდება, მსგავსი შეცდომა უკვე დაუშვეს საქართველოში, დონბასსა და ყირიმში - ესტონეთის პრემიერი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს, რომ ტერიტორიების ოკუპაცია დასრულდება. როგორც კაია კალასმა აღნიშნა, მსგავსი შეცდომა უკვე 3-ჯერ დაუშვეს - საქართველოში, დონბასსა და ყირიმში.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას ბრიტანული გამოცემა "გარდიანი" ავრცელებს და წერს, რომ მან საფრანგეთის პრეზიდენტი პუტინისთვის კონფლიქტიდან დიპლომატიური გამოსავლის უზრუნველყოფის მცდელობისთვის გააკრიტიკა.

კალასის თქმით, გაზი შეიძლება ძვირი იყოს, თუმცა თავისუფლება ფასდაუდებელია.

დღის ამბები