აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა რომან აბრამოვიჩის ამერიკული წარმოების კერძო თვითმფრინავების ჩამორთმევის ნებართვა გასცა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსი ოლიგარქის თვითმფრინავები რუსეთში გადაფრინდა - ამისთვის, აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე, სპეციალური ლიცენზიაა საჭირო.
იმის გამო, რომ რომან აბრამოვიჩი სანქცირებულ პირთა სიაშია, მას უკვე მოუწია ინგლისური საფეხბურთო კლუბის "ჩელსის" გაყიდვა, თანხა კი უკრაინის დასახმარებელ ფონდებს მოხმარდა.