თბილისის საკრებულოს საგამოფენო დარბაზში მოყვარული მხატვრის მარინა ბერაძის პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა. ღონისძიებაზე მხატვრის 33 ნამუშევარი იყო გამოფენილი. დარბაზში წარმოდგენილი იყო ავტორის მიერ შესრულებული ფერწერული პეიზაჟები.
ნამუშევრები, ძირითადად, პანდემიის პერიოდში არის შექმნილი. მარინა ბერაძის პერსონალურ გამოფენას მისი მეგობრები, მხატვრები და ხელოვნების სფეროში მოღვაწე ცნობილი ადამიანები ესწრებოდნენ.