27 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამ დროისთვის არსებული ცნობით, გიორგი გრიგოლია დონეცკის ოლქში, ბახმუტის მიმდებარე ტერიტორიაზე იბრძოდა.

წინასწარი ცნობით, სამხედრო ოკუპანტების საარტილერიო შეტევის დროს უკრაინელ მებრძოლებთან ერთად დაიღუპა.

24 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, საბრძოლო მოქმედებებს 13 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

დღის ამბები