27 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
"საზოგადოებას ნაკლებად აქვს ინფორმაცია პარლამენტის საქმიანობაზე, გარდა იმისა რომ იქ ხშირ შემთხვევაში არის აყალ-მაყალი" - უმრავლესობის სხდომაზე პარლამეტის დღის წესრიგი განიხილება

პარლამენტის თავმჯდომარე 8 ივნისს საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს და სამოქმედო გეგმას წარადგენს. სხდომა დაიწყება შალვა პაპუაშვილის გამოსვლით და გაგრძელდება პოლიტიკური დებატებით. პარლამენტის დღის წესრიგი არის ერთ ერთი განსახილველი თემა უმრავლესობის სხდომაზე, რომელიც ამ წუთებში იწყება.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ხვალ, სამშაბათს სხდომა დაიწყება პოლიტიკური განცხადებებით. შემდეგ იქნება პროექტების განხილვა, თავისუფალი ტრიბუნა და კენჭისყრები. ოთხშაბათს, 12 საათზე დაიწყება პაპუაშვილის მოხსენება, რომელიც შეეხება 2021 წელს, ამ მოხსენებას, ასევე, დაესწრებიან მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. იქნება კანონპროექტების განხილვებიც.

"გეგმიური ანგარიში ერთია, მაგრამ არაგეგმიური ანგარიშებიც პარლამენტის მხრიდან უფრო ბევრი უნდა იყოს. სამწუხაროდ საზოგადოებამ გარდა იმისა, რომ პარლამენტში ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და ხშირ შემთხვევაში არის აყალ-მაყალი, ამის გარდა პარლამენტის თაობაზე ძალიან ნაკლები იცის. არ იცის იმ კანონებისა და აქტივობების შესახებ, რასაც საქართველოს პარლამენტი ახმარს თავისი ქვეყნის ინტერესებს. დარწმუნებული ვარ, რომ შალვა პაპუაშვილი ყველა მიმართულებასა და ყველა სფეროს სათანადოდ გააშუქებს," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.

დღის ამბები