27 ნოემბერი 2024,   12:49
ვრცლად
შრომის ინსპექციის სამსახური "ბორჯომში" დასაქმებულების პრობლემებს შეისწავლის - ადგილზე უკვე იმყოფება მთავარი ინსპექტორი ბექა ფერაძე

შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი ინსპექტორი ბექა ფერაძე და მედიატორი ანა სამსონია ბორჯომში პროფკავშირებსა და გაფიცული მუშების სამუშაო ჯგუფს ხვდება.

დღეიდან შრომის ინსპექცია შეისწავლის დასაქმებულების პრობლემებს. საქმეში ჩაერთო მედიატორიც და უზრუნველყოფს დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის მოლაპარაკებებს.

დღესვე გამართულ მთავრობის სხდომაზე, ბორჯომის ქარხნის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტრომ დაასრულა მოლაპარაკებები და ერთ კვირაში მთავრობის სხდომაზე განიხილავენ საკითხს ბორჯომის აქციების მთავრობისთვის გადაცემის შესახებ.

ღარიბაშვილის განცხადებას, ასევე,  გამოეხმაურა კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოც". ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მიესალმებიან პრემიერის გადაწყვეტილებას და საქმეში შრომის ინსპექციის ჩართვას. მათივე თქმით, კომპანია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში სრულმასშტაბიანი წარმოება აღდგეს.

დღის ამბები