ზედიზედ მეორე გამარჯვება ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე - საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა რაზ -გრადში, ბულგარეთი 5-2 დაამარცხა.
შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების სრული სათამაშო უპირატესობით მიმდინარეობდა. გოლები მასპინძელთა კარში დავითაშვილმა, ზივზივაძემ, კვარაცხელიამ და ყაზაიშვილმა გაიტანეს. ერთხელ ბულგარელმა ფეხბურთელებმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრეს.
საქართველოს ნაკრებს მეექვსე გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა 94-ე წუთზე ბულგარეთის კარის მიმართულებით დანიშნული თერთმეტმეტრიანი დარტყმა კვეკვესკირმა არადამაჯერებლად შეასრულა. ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები "ცე" ლიგის მეოთხე ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს, მომდევნო შეხვედრა ქართველი ფეხბურთელები 9 ივნისს სკოპიეში, ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გამართავენ.