შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეამ, ერთობლივად რვა რაკეტა გაუშვეს. როგორც მედია იტყობინება, ეს ფაქტი ქვეყნებმა წინა დღეს, ჩრდილოეთ კორეის მიერ გასროლილი ბალისტიკური რაკეტების საპასუხოდ განახორციელეს.
სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის თანახმად, შვიდი რაკეტა გასროლილ იქნა სამხრეთ კორეის, ხოლო ერთი - შტატების მიერ. სამხრეთ კორეის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი მთავრობა ჩრდილოეთ მეზობლის ნებისმიერ პროვოკაციას მკაცრად უპასუხებს.
იუნ სუკ იოლის თქმით, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო პროგრამები, საფრთხეს უქმნის მშვიდობას არა მხოლოდ კორეის ნახევარკუნძულზე, არამედ მთელს მსოფლიოში.