გადაწყვეტილება მიღებულია - რუსეთის მხრიდან მუქარის მიუხედავად, დიდი ბრიტანეთი უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემების პირველ პარტიას უგზავნის.
სულ, რა რაოდენობის სარაკეტო სისტემას მიაწოდებენ კიევს, ბრიტანეთის მთავრობას არ დაუკონკრეტებია, თუმცა BBC - ის ინფორმაციით, თავდაპირველად მოხდება M-270 ტიპის, მრავალჯერადი გაშვების სამი სარაკეტო სისტემის გადაცემა.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, როგორც რუსეთის ტაქტიკა იცვლება, ასევე უნდა შეიცვალოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ბენ უოლასი ამბობს, რომ მაღალი შესაძლებლობების მქონე სარაკეტო სისტემები უკრაინელებს უკეთესად დაცვის შესაძლებლობას მისცემს.