სულ მცირე 50 ადამიანი ემსხვერპლა თავდასხმას ნიგერიაში. შემთხვევა ონდოს შტატის კათოლიკურ ეკლესიაში მოხდა. ადგილობრივები სალოცავად იკრიბებოდნენ, რა დროსაც შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს და ასაფეთქებელი ნივთიერებები აამოქმედეს.
დაღუპულებს შორის ბევრი ბავშვია. თვითმხილველების თქმით, ეკლესიიდან გატაცებულია მღვდელი და რამდენიმე ადგილობრივი. ხელისუფლებას დაღუპულთა ან გატაცებულთა ზუსტი რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.
სამართალდამცველების ვარაუდით, მსხვერპლის რაოდენობა შესაძლებელია გაცილებით მეტი იყოს. BBC - ის ინფორმაციით, ნიგერიაში ბოლო თვეებში გატაცებები და თავდასხმები განსაკუთრებით გახშირდა.