გთხოვთ, ნუ მიიყვანთ კაცობრიობას განადგურებამდე, – ამ სიტყვებით მიმართა რომის პაპმა მსოფლიო ლიდერებს. კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელის თქმით, სიკვდილისა და ნგრევის მრისხანება კვლავ მძვინვარებს, რაც უფრო და უფრო საშიშია ყველასთვის.
პაპმა ხელისუფლებაში მყოფებს მოუწოდა, დაიწყონ, რეალური დისკუსიები ცეცხლის შეწყვეტაზე.
"მე ვიმეორებ ჩემს მიმართვას მათ მიმართ, ვინც მართავს ერებს - გთხოვთ, ნუ მიიყვანთ კაცობრიობას განადგურებამდე! დღეს, საყვარელ უკრაინაში შეჭრიდან 100 დღეში, ახალი ომის კოშმარი ისევ დაეცა კაცობრიობას. ეს არის ღვთის ოცნების უარყოფა - ადამიანები, რომლებიც იბრძვიან, ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს კლავენ, ადამიანები, რომლებიც დაახლოების ნაცვლად, იძულებით ტოვებენ თავიანთ სახლებს. დაე, გაიმარჯვოს ადამიანის სიცოცხლის პატივისცემამ, შეწყდეს ქალაქებისა და სოფლების ნგრევა. დაე, შედგეს კონკრეტული მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტისა და მდგრადი გადაწყვეტისთვის. გთხოვთ, განვაგრძოთ ლოცვა და ვისწრაფოთ მშვიდობისთვის დაუღალავად", - განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ.