უკრაინის პრეზიდენტი უშუალოდ ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა. ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტში, ლისიჩანსკსა და ზაპოროჟიეს რეგიონში ჩავიდა.
უკრაინული მედიის ცნობით, პრეზიდენტი ზაპოროჟიეში მარიუპოლიდან ევაკუირებულებს შეხვდა, გაესაუბრა სამხედროებს, მათ სახელმწიფო ჯილდოები და საჩუქრები გადასცა.
ფრონტის ხაზზე ყოფნის შესახებ, ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეო-მიმართვაშიც ისაუბრა.
"ბევრი სამუშაო იყო, დაუსრულებელი დღეები. ვიმყოფებოდი ზაპოროჟიის რეგიონში, მხარი დაუჭირე ჩვენს სამხედროებს და დავაჯილდოვე საუკეთესოები. მოვისმინე მოხსენება, შევხვდი სამხარეო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ადგილობრივი პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობას, დროებით ოკუპირებული ქალაქების რამდენიმე მერს.
ასევე, შევხვდი მარიუპოლის მცხოვრებლებს, რომლებმაც მოახერხეს ქალაქის დატოვება და ბავშვებთან ერთად. აქ, მათ დახვდათ ადამიანური და თბილი გარემო. პირობები ვნახე - დროებითი, მაგრამ არა ცუდი. გავიგე მათი რთული კითხვები, ვფიქრობ, ჩვენ გადავწყვეტთ. თითოეულ ოჯახს აქვს თავისი ისტორია, უმეტესობა მამაკაცის გარეშე იყო. ვიღაცის ქმარი წავიდა ომში, ვიღაც ტყვეობაშია, ვიღაც, სამწუხაროდ, გარდაიცვალა - უბრალოდ ტრაგედია. არც სახლი, არც საყვარელი ადამიანი, მაგრამ საჭიროა ბავშვებისთვის ცხოვრება. ნამდვილი გმირები ჩვენ შორის არიან.
ამის შემდეგ, ოფისის უფროსთან ერთად აღმოსავლეთით გავემგზავრეთ. ვიყავით ლისიჩანსკში და სოლედარში. ვამაყობ ყველათი, ვინც გავიცანი, ვისაც ხელი ჩამოვართვი, ვისაც ვეკონტაქტები",- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.