სევეროდონეცკის ნახევარი რუსი დამპყრობლებისგან გათავისუფლებულია, აცხადებს ლეონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
სერგეი გაიდაის ინფორმაციით, ქალაქის ნახევარს უკრაინის შეიარაღებულმა ძალები აკონტროლებენ. მისივე თქმით, სევეროდონეცკიდან, სადაც 1500 - მდე ადამიანია დარჩენილი, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია შეუძლებელია.
სევეროდონეცკში უკრაინის წარმატებაზე, ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტზე დაყრდნობით წერს უკრაინული მედიაც. გავრცელებული ცნობით, რუსების საბრძოლო ძალები ქალაქში საგრძნობლად არის შემცირებული.
გარდა ამისა, გვიან ღამით, კვლავ დაიბომბა ხარკოვის საცხოვრებელი უბნები. ენერგოდარის მერი კი ქალაქში რუსი ოკუპანტების მიერ ადგილობრივების გატაცების ფაქტებზე საუბრობს. დმიტრი ორლოვი ამბობს, რომ ენერგოდარში, ინტერნეტ კომუნიკაცია თითქმის შეწყვეტილია, ოკუპანტები კი ცარიელ ბინებს ძარცვავენ.
ცნობილი ხდება, კიდევ ერთი რუსი გენერლის დაღუპვის შესახებ. რუსული "ტელეგრამის" არხებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ გენერალ - მაიორი რომან კუტუზოვი ლუჰანსკის ოლქში მოკლეს. კუტუზოვი მეოთხე რუსი გენერალია, რომელიც უკრაინაში დაიღუპა.