27 ნოემბერი 2024,   12:51
ვრცლად
მარათონის "გარბენი უკრაინისთვის" გამარჯვებულები გამოვლინდნენ - 8 კილომეტრიანი დისტანცია ორმა მონაწილემ დაფარა

"გარბენი უკრაინისთვის" - მარათონისთვის კახეთში ასობით ადამიანი შეიკრიბა. ღონისძიებამ სტარტი ლოპოტაზე აიღო და სოფელ გრემთან დასრულდა. 8 კილომეტრიანი დისტანცია, ორმა მონაწილემ დაფარა.

გამარჯვებულები გამოვლინდნენ ქალებსა და მამაკაცებს შორის. მათ სხვადასხვა სახის პრიზები გადაეცათ. მარათონში მონაწილეობა ომის გამო, საქართველოში დროებით ჩამოსულმა უკრაინელებმაც მიიღეს. ადგილზე უკრაინელი ბავშვების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც მოეწყო. საღამოს საქველმოქმედო კონცერტი დაასრულებს.

დღის ამბები