ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი საერთაშორისო პლენერს "პალიტრა ფოთი 2022" მასპინძლობს.
პლენერში მონაწილეობას იღებენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი მხატვრები. 10 დღის განმავლობაში 20 - მდე ფერწერული ტილო შეიქმნება, რომელიც ქალაქს დარჩება.
პროექტს ქ.ფოთის მერია აფინანსებს და მისი მიზანია, მხატვრების წარმოჩენა, შემდგომში სხვადასხვა საერთაშორისო პლენერებზე და ფესტივალებზე.
საერთაშორისო პლენერი ფოთის სამხატვრო სასწავლებელში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ სამხატვრო სასწავლებლის სრული რეაბილიტაცია 2021 წელს ფონდმა "ქართუმ" განახორციელა.